„სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის
სხდომაზე დღეს განაცხადა.
მისი თქმით, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების საკითხი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც ზედმიწევნით სრულდება.
„წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, დაახლოებით, 27% არის აღნიშნული მიმართულების წილი. წინაზე ვისაუბრე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენეტის დაფინანსების“ პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის სექტემრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი - „აქტემრა“ უკვე 129
მოქალაქეს დავუფინანსეთ.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ყველა იმ დაპირების აღსრულებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან - მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.





