მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბვერში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა  101 მილიონ 120 ათასი დოლარი შეადგინა. 


ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისივე მონაცემებით, წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი 94 მლნ 800 ათასი იყო. შესაბამისად, ზრდამ 6% შეადგინა.

გასულ და წლევანდელ პერიოდშიც მთელს ექსპორტში აღნიშნული პროდუქციის წილი 1,7% იყო. 
გაიზარდა დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტიც - მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 560 მილიონ დოლარს მიაღწია, გასული წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი 513 მილიონზე ოდნავ მეტს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდა 9.1%-ია.