ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly გეგმავს წონის კლების აბების გამოშვებას, რომელთ მიღებაც დღეში ერთხელ იქნება საჭირო. შედეგად, ადამიანებს 9-დან 15 კილომდე წონის კლება შეუძლიათ. ეს მედიკამენტი Novo Nordisk-ის „ოზემპიკის“ ინექციის კონკურენტი იქნება.
Lilly-ს განცხადებით, მისმა მომავალმა GLP-1 აბებმა, სახელწოდებით ორფორგლიპრონი, ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევის შედეგად, Novo Nordisk-ის არსებულ ორალურ აბს Rybelsus-ს აჯობა.
წამყვანი მკვლევრის, ენდოკრინოლოგ ხულიო როზენშტოკის შეფასებით, Lilly-ის აბები Novo-ს ყველა ძირითადი მონაცემით უსწრებს, მათ შორის A1C-სა (გლიკოზირებული ჰემოგლობინი) და წონის დაკლების კუთხით.
კვლევა, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა და სამ კონტინენტზე დიაბეტით დაავადებულ 1698 პაციენტს მოიცავდა, Lilly-სთვის უახლესი დიდი გამარჯვებაა, რომელიც GLP-1 პრეპარატების ახალი და გაუმჯობესებული ფორმულების შემუშავებაში კონკურენტებს უსწრებს.
Novo Nordisk-ი, რომელიც ოდესღაც Ozempic-ის წყალობით გლობალური ფარმაცევტული ბაზრის ვარსკვლავი გახდა, საკმაოდ დიდ პრობლემებს აწყდებოდა ახალი წარმატებული პროდუქტის ძიებაში. მისი ახალი ექსპერიმენტული პრეპარატის CagriSema-ს კვლევებმა ინვესტორების იმედგაცრუება გამოიწვია.
Eli Lilly-ს ორფორგლიპრონი კი, თუკი აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასთან ყველაფერი კარგად წარიმართება, შესაძლოა ამერიკულ ბაზარზე უკვე ამ გაზაფხულისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
Businessinsider-ის ინფორმაცია





