აშშ-ის ფედერალურმა მარეგულირებლებმა დაამტკიცეს Eli Lilly-ის ახალი, წონის დაკლების აბები. ესაა ყოველდღიურად, პერორალურად მისაღები მედიკამენტი სიმსუქნესა და წონასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

პრეპარატი მოქმედებს ინექციური მედიკამენტების მსგავსად - ის მადისა და სისავსის შეგრძნებაზე პასუხისმგებელი ბუნებრივი ჰორმონის იმიტაციას ახდენს.


პრეპარატი გამოვა Foundayo-ს ბრენდის ქვეშ და მისი ბაზრისთვის მიწოდება, სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება. კომპანიის თქმით, დაზღვევის მქონე პირებს Lilly-ის ფასდაკლების ბარათით პრეპარატის შეძენა თვეში 25 დოლარიდან შეუძლიათ. სხვებისთვის კი მედიკმენტის ღირებულება თვეში 149 დოლარიდან 349 დოლარამდე იქნება. ახალი აბი შეუერთდა ფარმაცევტული კომპანიის, Novo Nordisk-ის Wegovy-ს აბებს, რომლებზეც დეკემბერში დამტკიცების შემდეგ შეერთებულ შტატებში უკვე 600 000-ზე მეტი რეცეპტი გაიცა. FDA-მ Eli Lilly-ის პრეპარატი ახალი პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა, რომელიც წამლების დამტკიცების პერიოდის შემცირებას ისახავს მიზნად. სააგენტომ განაცხადა, რომ კომპანიის განაცხადი 50 დღეში განიხილა.