ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიის Mankind Pharma-ს განცხადებით, შესაძლოა, პრეზერვატივების ფასები გაზარდოს, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კიდევ უფრო გახანგრძლივდება და ნავთობის ფასები მაღალი დარჩება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-ს განუცხადა.

კომპანია პრეზერვატივების წარმოებით ქვეყნის მასშტაბით ბაზრის 30%-ს ფლობს,  აზიაში კი ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა. Manforce-ს ბრენდით წარმოებული მისი პროდუქცია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს შორის სწრაფად მზარდად ითვლება.

კომპანიის განცხადებით, მას პრეზერვატივების საკმარისი მარაგი აქვს რამდენიმე თვისთვის, თუ ომი გაგრძელდება, თუმცა თუ ნავთობის ფასები მაღალი დარჩება, Mankind-ს შესაძლოა მოუწიოს მაღალი ხარჯების ნაწილის მომხმარებლებზე გადატანა.

Reuters ასევე წერს, რომ მალაიზიური Karex-ი — მსოფლიოში კონდომების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი — ასევე გეგმავს ფასების 20%-30%-ით ზრდას, რადგან ომმა გაზარდა როგორც ნედლეულის, ისე ტრანსპორტირების ხარჯები