ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია LB Pharmaceuticals-მა დაიწყო NOVA-2, მე-3 ფაზის , მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 460 პაციენტმა შიზოფრენიის მწვავე გამწვავებით. პაციენტები აშშ-ის 25-მდე ლოკაციაზე შეირჩნენ.
ეს ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტია ახალი პრეპარატის განვითარებაში. თუ ადრე ჩატარებული კვლევები ამოწმებდა წამლის უსაფრთხოებასა და საწყის ეფექტიანობას, ახლა ის უკვე დიდი რაოდენობის პაციენტებზე იტესტება, რათა გაირკვეს, რეალურად რამდენად ეფექტიანად მუშაობს პრეპარატი და რამდენად უსაფრთხოა მისი ფართო გამოყენება.
შიზოფრენია რთული ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევაზე. მისი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჰალუცინაციებს, ბოდვებს და რეალობის აღქმის დარღვევას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს.
LB Pharma-ს ახალი კვლევა იმედს აჩენს, რომ მომავალში შესაძლოა გაჩნდეს უფრო ეფექტური და ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე მკურნალობის მეთოდი. მესმე ფაზის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პრეპარატი დასამტკიცებლად, მარეგულირებელ ორგანოებს გადაეცემა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ამგვარი კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან შიზოფრენიის მკურნალობაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები — არსებული მედიკამენტები ყველასთვის ერთნაირად ეფექტიანი არ არის და ხშირად თან ახლავს გვერდითი მოვლენები.
საბოლოოდ, LB Pharma-ს ეს ნაბიჯი შეიძლება მნიშვნელოვანი წინსვლა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ახალი იმედი მისცეს როგორც პაციენტებს, ისე მათ ოჯახებს.





