საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი არის ისეთი მაღალი სტანდარტის, როგორიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არ აქვს.
ამის შესახებ “ავერსი ფარმას” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მელანაშვილმა პარლამენტში, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც 4 ფარმაცევტული კომპანიაა წარმოდგენილი. აღნიშნული კომპანიები საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის 80%-ს ფლობენ.ე იქნგიოება და ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.
„შეიძლება ამას ჩვენი კონკურენტების სასარგებლოდაც ვიძახი, მაგრამ დღეს რომ არის საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი, ასეთი მაღალი სტანდარტით და ასეთი მოწყობით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ გვხვდება. მე პირადად ბევრჯერ დავრწმუნდი ამაში საზღვარგარეთ მოგზაურობისას და ასევე როდესაც ჩვენთან ჩამოდიან სტუმრები, აკეთებენ უკუკავშირს და აფასებენ ჩვენს აფთიაქებს და ლოჯისტკურ ცენტრებს, ასევე - ფარმაცევტული ბაზრის მოწყობას. ეს საამაყოა სახელმწიფოსთვისაც, რადგან სახელმწიფოს და ქვეყნის ღირებულებაც იზრდება იმით, რაც მეტი წარმატებული კომპანიაა ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა მელანაშვილმა.





