7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. წლევანდელი კამპანიის თემაა მეცნიერება, Ხოლო სლოგანი - ,,ერთად ჯანმრთელობისთვის, მხარი დაუჭირე მეცნიერებას.“ 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებით. 


"აირჩიე სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული წყაროები, რათა: 
დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა; 

მოახდინოთ დაავადებების პრევენცია; 

იმკურნალოთ და გამოჯანმრთელდეთ. 

მეცნიერება არ არის აბსტრაქტული. ის ყოველდღიურად გიცავთ თქვენ, თქვენს ოჯახსა და თქვენს საზოგადოებას," - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.