სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო დაზღვევის სეგმენტის წილი 42,52%-ა. ამ ინფორმაციას შეიცავს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2025 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა. 

წინა წელს ეს მონაცემები 42,39% იყო. 

სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევის 785 361  მოქმედი პოლისია.  წინა წელს ეს მაჩვენებელი 741 174-ს შეადგენდა.

აქედან 82 911 ინდივიდუალური  დაზღვევის პოლისია, გასულ წელს მათი რაოდენობა  68 136 იყო.
კერძო სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის 21%-ს აქვს.