მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 245 მლნ 702 ათასი დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი განხორციელდა. 
საქსტატის მონაცემებით შარშან იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 217 მილიონზე მეტი იყო. 
წლევანდელი წლის იანვარ-აპრილის სტატისტიკით ყველაზე მეტი ღირებულების მედიკამენტი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

თურქეთი - 67, 1 მლნ დოლარი
გერმანია - 40, 9 მლნ დოლარი
შვეიცარია - 26, 2 მლნ დოლარი

პირველ ათეულში ასევე შედის:
 უნგრეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ლიეტუვა, სლოვენია, ინდოეთი, ბულგარეთი.

რუსეთზე მხოლოდ  1, 1 მილიონი დოლარის იმპორტი მოდის და ის 27-ე პოზიციაზეა 61 ქვეყანას შორის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არაერთი მედიკამენტი ფინანსდება, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტებისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული პრეპარატები, რომელთა დიდი ნაწილი შვეიცარიიდან შემოდის.