ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვენესუელაში მიწისძვრის შემდეგ ეპიდემიის რისკია. 
ჯანმოს თქმით,  ვენესუელაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე მაღალია.


ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია — საავადმყოფოები დაზიანებულია და გადატვირთულია, ხოლო ექიმები და სამედიცინო პერსონალი საკმარისი არ არის.
ჯანმოს წარმომადგენლის განცხადებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ დაზიანებულ რეგიონებში უამრავი ადამიანი თავშესაფრის გარეშე რჩება, შესაძლებელია ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა წითელა, დიფტერია, მალარია, დენგე, ზიკა და ყვითელი ცხელება. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მიწისძვრამ კიდევ უფრო გაართულა ისედაც სუსტი ჯანდაცვის სისტემის მუშაობა და არსებობს საშიშროება, რომ სიტუაცია ეპიდემიაში გადაიზარდოს, თუ დროული დახმარება არ იქნება უზრუნველყოფილი.