მილიონობით ხანდაზმულ ამერიკელს, რომლებიც აქამდე ვერ ახერხებდნენ ძვირადღირებულ წონაში დასაკლები პრეპარატების (ე.წ. GLP-1 მედიკამენტების) მიღებას, ახლა, ახალი ფედერალური პროგრამის ფარგლებში, შეეძლება, ისინი იაფად იყიდოს.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან იწყება Medicare-ის ახალი საპილოტე პროგრამა, რომლის მიხედვითაც 65 წელს გადაცილებულებს (და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს) შეეძლებათ მიიღონ ისეთი პოპულარული მედიკამენტები, როგორიცაა: Wegovy (Novo Nordisk), Zepbound (Eli Lilly), ასევე Eli Lilly-ის ახალი პრეპარატი Foundayo.
ამ წამლებზე პაციენტები გადაიხდიან დაახლოებით 50 დოლარს თვეში, მაშინ როცა ადრე მათი ფასი ასობით ან ათას დოლარსაც კი აღწევდა.
პროგრამა 18 თვიანი საცდელი პროექტია და მისი მიზანია გააფართოოს წვდომა სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტებზე, შეაგროვოს მონაცემები ჯანმრთელობაზე მისი ეფექტიანობის შესახებ, ასევე განსაზღვროს, საჭიროა თუ არა ეს დაფარვა მუდმივი იყოს.
ამ პროგრამის მოსარგებლეები არიან Medicare-ის ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ სხეულის მასის ინდექსი 30 ან მეტი, ან 27+ და აწუხებთ გარკვეული დაავადებები.
პროგრამა მუდმივი არაა და მისი მოქმედების ვადა 2027 წლის ბოლომდეა განსაზღვრული. ამასთან, ექიმები საუბრობენ შესაძლო გვერდით ეფექტებზე, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (მათ შორის კუნთის მასის დაკარგვა, სისუსტე, ძვლების პრობლემები). მიუხედავად ამისა, ამ პრეპარატებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ბევრს ეს ცვლილება დიდ შვებას აძლევს, რადგან მანამდე ეს წამლები მათი მაღალი ფასის გამო მათთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო.





