20 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსისსკრინინგული კვლევები.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური სკრინინგ-აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.