მიმდინარე წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან უცხოეთში - 37 800 000 დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა.  ინფორმაცია საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზეა განთავსებული.

წყაროს ცნობით, განხორციელებული ექსპორტის სიდიდით, პირველ ადგილზეა უზბეკეთი 17 მლნ 200 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტით. მორეზეა აზერბაიჯანი, სადაც  9, 5 მლნ დოლარის ღირებულებების მედიკამენტები გავიდა,  მესამე პოზიციაზე კი სომხეთია 5, 5 მილიონიანი ექსპორტით.

2025 წლის იგივე პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე გატანილი მედიკამენტების ჯამური ღირებულება 34,3 მილიონი დოლარი იყო.