2025 წლის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 034 851 პაციენტი 1 467 536 669 ლარით დაფინანსდა. მონაცემებს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ბენეფიციარის ჯანდაცვის სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, 70 % - დან 100 % - მდე ფინანსდება:
გეგმური ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, გეგმური ქირურგიული მომსახურება, კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა, 7 ქრონიკული დაავადების, პროგრამით განსაზღვრული, მედიკამენტები, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა, სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ინფექციური დაავადებების მართვა, ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად, განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია.





