დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმ კონსესუსს, რომელიც იქნება სწორი, მისაღები თითოეული მშობლისთვის და ბავშვისთვის - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძენ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ამ დაავადების მქონე 100-მდე პაციენტია და მათ ადეკვატური და მულტიგუნდური მიდგომა სჭირდებათ.

„ეს ყველაფერი გაკეთებულია, მოქმედებს, იცით, რომ ამ დახმარების სპექტრი კიდევ უფრო გაფართოვდა. ახლა საჭიროა დაკვირვება და გარკვეული დრო, რომ მოვიცადოთ და შევაჯამოთ ყველა  ის კლინიკური კვლევა, რომელიც დასრულებულია და რომელიც სრულდება, ავირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი, რომ ამ ბავშვებს დავეხმაროთ და ისე, როგორც ადრე იყო, საქართველოს მთავრობა გააკეთებს საუკეთესო არჩევანს. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმ კონსესუსს, რომელიც იქნება სწორი, მისაღები თითოეული მშობლისთვის, თითოეული ბავშვისთვის და რომელიც შეესაბამება ევროპულ და ამერიკულ სტანდარტს,“ - განაცხადა ლომინაძემ.