ჯანდაცვის სექტორში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება 2032 წლისთვის 30.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მიზეზი ვიზუალიზაცაზე არსებული მოთხოვნის ბუმია. ასეთია ბაზრის კვლევისა და ანალიტიკის კომპანია Allied Market Research-ის პროგნოზი.
კომპანიის თანახმად, ზრდის ყველაზე მაღალი წლიური ტემპი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშია მოსალოდნელი. Allied Market Research-ის ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის ბაზარზე გლობალური გენერაციული ხელოვნური ინტელექტი 2032 წლისთვის 30.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ეს განპირობებულია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩართვით სამედიცინო გამოსახულებების ანალიზისთვის, ასევე - სამუშაო პროცესის ავტომატიზაციით AI-ს დახმარებით. ამ ტენცენციის ერთ-ერთი მიზეზია ასევე პრეციზიული მედიცინის გამოყენება, რომელიც მონაცემთა საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებას ეფუძნება და ინდივიდზეა მორგებული.
ანგარიშის თანახმად, გამოყენების მხრივ, 2022 წელს ბაზარზე დიაგნოსტიკის სეგმენტი დომინირებდა, რაც ბაზრის მთლიანი შემოსავლის ორ მეხუთედზე მეტს შეადგენდა.
თუმცა მომავალში მოსალოდნელია, რომ წამლების აღმოჩენის სეგმენტი მნიშვნელოვან ზრდას დააფიქსირებს, რადგან ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრო მეტად იყენებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს.
2022 წელს გლობალურ ბაზარზე შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნოდა, თუმცა, პროგნოზირების პერიოდში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოსალოდნელია ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპი. რეგიონის ზრდას ხელს უწყობს ინვესტიციები ციფრულ ჯანდაცვაში, ჯანდაცვის ხარჯები, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დიაგნოსტიკის შესახებ მზარდი ცნობიერება და ტელემედიცინისა და ჯანდაცვის ინფორმატიკის პლატფორმების ფართომასშტაბიანი დანერგვა.




