2026 წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში დაფასოებული სამკურნალო საშუალებები მეოთხე პოზიციაზეა 43, 5 მილიონი დოლარის მაჩვენებლით და 3.9 %-იანი წილით მთელი იმპორტიდან. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.  უწყების ცნობით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მედიკამენტების იმპორტი 9.5 %-თაა შემცირებული (წინა წელს იმპორტი 48 მილიონ დოლარზე მეტი იყო).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 150.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 96.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 79.1 მლნ. აშშ დოლარით.


2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 609.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 129.5 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 33.7 პროცენტით).