პარლამენტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვას იწყებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.


ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება.


კერძოდ, კანონპროექტით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 15 ახალი ნივთიერება, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას - ერთი, ხოლო პრეკურსორების სიის ცხრილს 18 ნივთიერება ემატება.


ამავე კანონის №2 დანართით (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) გათვალისწინებულ „ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ემატება 15, ხოლო „ფსიქოტროპული ნივთიერებების" ნუსხას - ერთი ახალი ნივთიერება.


პარლამენტის ბიურომ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა.