გრიპის სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა არავაქცინირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება.
მონაცემებს აქვეყნებს გამოცემა vax-before-travel.com, რომლის მიზანიცაა მოგზაურებისთვის ინფორმაციის მიწოდება ვაქცინებისა და ჯანმრთელობის სხვა საკითხების შესახებ, განსაკუთრებით - საერთაშორისო მოგზაურობების შემთხვევაში.
გამოცემის თანახმად, სეზონების განმავლობაში არავაქცინირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის შემთხვევების მდგრადი ტენდენცია ხაზს უსვამს გრიპის რისკებს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) ბოლო ყოველკვირეულ მიმოხილვაში პედიატრიული გარდაცვალების თერთმეტი ახალი შემთხვევა დააფიქსირეს.
დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევებიდან უმეტესობა A ტიპის გრიპის ვირუსს უკავშირდება.
იმ ბავშვებს შორის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ნებართვა ჰქონდათ მიცემული და რომელთა ვაქცინაციის სტატუსი ცნობილია, ამ სეზონზე დაფიქსირებული პედიატრიული სიკვდილიანობის დაახლოებით 90% იმ ბავშვებზე მოდის, რომლებიც არ იყვნენ გრიპის საწინააღმდეგოდ აცრილი.
2026 წლის 27 თებერვლის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლავ უწევს რეკომენდაციას ყოველწლიურ გრიპის ვაქცინაციას 6 თვის და უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის.
მიმდინარე 2025–2026 გრიპის სეზონზე აშშ-ში ამ ეტაპზე ჯამში დაფიქსირებულია ბავშვთა გარდაცვალების 79 შემთხვევა.





