კიბოს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა 2030 წლამდე დამტკიცდება.

ამის შესახებ გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანია BIONTECH-ის დამფუძნებელმა უღუნ შაჰინმა განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი პირველი, რნმ-ს საფუძველზე შექმნილი ანტისიმსივნური ვაქცინები 2030 წლამდე დამტკიცდება. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სხვა თერაპევტული მიდგომების კვლევების შედეგების მიღებას 2025-2029 წლებში,“ - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ მათი მიზანია ისეთი ვაქცინების შექმნა, რომლებიც თითოეულ პაციენტისთვის სპეციფიკური იქნება. ამასთან, როგორც შაჰინმა აღნიშნა, ამ ვაქცინებიდან ამორჩეული იქნება ისეთი, რომლებიც იმუნურ სისტემას შესაძლებლობას მისცემს, ამოიცნოს და გაანადგუროს რაც შეიძლება მეტი სიმსივნური უჯრედი.

კიბოსთან ბრძოლაში კიდევ ერთი იმედია ანტისხეულ-წამლის კონიუგატი (ADC), რომლებიც, შაჰინის თქმით, ქიმიოთერაპიის მატარებელია, ისინი სისხლში ცირკულირებენ, აღწევენ სიმსივნეს და მიზანმიმართლად მოქმედებენ მასზე.

„ამ მკურნალობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ძალიან სწრაფად შეამციროს სიმსივნე პაციენტების ძალიან დიდ ნაწილში. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ADC-ს უფრო და უფრო მეტად გამოიყენებენ თარგეტული ქიმიოთერაპიის სახით კლასიკური ქიმიოთერაპიის ნაცვლად კიბოს მრავალ შემთხვევაში,“ - განაცხადა შაჰინმა.