AstraZeneca იმედოვნებს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ჩინეთის ბაზარზე 100 სახეობის ინოვაციური მედიკამენტები დამტკიცდება.

მანამდე შვედურ-ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა 475 მილიონდოლარიანი ინვესტიციის შესახებ განაცხადა, რომლითაც ცზიანსუს პროვინციაში დაბალმოლეკულური მედიცინის ცენტრის განვითარებას გეგმავს. 
ამასთან, კომპანიამ დაასრულა ბიოფარმაცევტული კომპანია Gracell Biotechnologies Inc-ის შეძენა, რომელიც კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის უჯრედული მეთოდებზე მუშაობს. 


შანხაიში კი AstraZeneca-მ შექმნა ჩინეთის კომერციული ინოვაციების ცენტრი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ადგილობრივ შესაძლებლობებს დაეფუძნება. 

AstraZeneca China-ს ვიცე-პრეზიდენტის მოადგილის სიუი ფენის განცხადებით, კომპანიას ჩინეთში მეტი ინვესტიციის ჩადებისკენ ამ ქვეყნის მიერ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებამ უბიძგა.

მისივე თქმით, ეს გარემოება ისეთ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, როგორიც AstraZeneca-ა, საშუალებას აძლევს, უკეთ ითანამშრომლონ ჩინურ კომპანიებთან და ადგილობრივი ნოვაციები საერთაშორისო ასპარეზზე გამოიტანონ.