Biontech-ის მიერ შექმნილმა, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინამ კლინიკური კვლევების ეტაპზე რევოლუციური და ექიმებისთვის მოულოდნელი შედეგები აჩვენა.

ინგლისში ჩატარარებული კვლევების ფარგლებში ერთერთ პაციენტს, რომლის გადარჩენის იმედსაც ექიმები აღარ გამოთქვამდნენ, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესა.

პაციენტი 54 წლის მამაკაცი, ანდრიან ტეილორია, რომლის ისტორიამ მედიკოსებიც კი გააოცა.

2021 წლის დეკემბერში ტეილორს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე დაუდასტურდა. ქიმიო და სხივური თერაპიის რამდენიმეთვიანი სეანსების შემდეგ სიმსივნე გაქრა. თუმცა გასული წლის ივნისში კიბო ფილტვებში აღმოჩნდა.

მარჯვენა ფილტვში 6 სიმსივნური წარმონაქმნი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე დიდი 9 მილიმეტრის იყო და ის რამდენიმე თვეში 25 მილიმეტრამდე გაიზარდა.

კიბო სწრაფად პროგრსირებდა და ექიმების თქმით, პაციენტს გადარჩენის შანსები არ ჰქონდა.

ადრიან ტეილორმა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევაში მონაწილეობის განაცხადი სექტემბერში შეიტანა და ლივერპულში, ონკოლოგიურ ცენტრში მკურნალობა დაიწყო.

ცენტრში ტეილორს ვაქცინასთან ერთად მისცეს ახალი პრეპარატი „პემბროლიზუმაბი“. ახლადშექმნილი ვაქცინა ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს, რომლებიც კიბოს  უჯრედებს კლავს. პრეპარატი ეხმარება იმუნურ სისტემას, სიმსივნურ უჯრედებს „შეუტიოს.“

ადრიან ტეილორმა პირველი დოზა ნოემბერში მიიღო. ახალ დოზას კი ყოველ 3 კვირაში ერთხელ აძლევდნენ. კიბოს ვიზუალიზაცია 8 კვირაში ერთხელ კეთდებოდა. მაისში გაკეთებულმა სკანირებამ აჩვენა, რომ მის ფილტცვებში არსებული ყველა სიმსივნე, ერთის გარდა, გაქრა. ყველაზე დიდი, 25-მილიმეტრიანი წარმონაქმნი კი 4,6 მილიმეტრამდე შემცირდა. პაციენტის მკურნალობა ორწლიან პერიოდს მოიცავს.

ადრიან ტეილორი ბრიტანეთში იყო ერთერთი პირველი იმ პაციენტებიდან, რომლებსაც კიბოს საწაინააღმდეგო ვაქცინა დაეხმარა.

თუ კლინიკური კვლევების პროცესში დადებითი შედეგები კიდევ იქნება მიღწეული, RNM-ვაქცინა კიბოს მკურნალობაში რევოლუციას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია პერსონალიზებული ვაქცინის წარმოება.

Covid-ვაქცინისგან განსხვავებით, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა არაა პროფილაქტიკური დანიშნულების, მას ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ.

დიდ ბრიტანეთში ამ ეტაპზე ამ პრეპარატის კლინიკური კვლევები თავისა და ყელის კიბოთი, ასევე მელანომის, პროსტატის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე ტარდება.