გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტის შემუშავებაში.

BioNTech-ისა და ამერიკული OncoC4-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიებმა მიიღეს დამაიმედებელი ნიშნები კანდიდატ-მედიკამენტის გამოცდის მორიგი ფაზის შედეგად.

კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ანტისხეულების კანდიდატმა შეამცირა სიმსივნე კვლევის მონაწილეთა 30%-ში.

ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც გოტისტობარტის სახელწოდებითაა ცნობილი, ფილტვის მეტსატზაზური, არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის მქონე პაციენტებზე გამოსცადეს.

კვლევის მესამე ფაზა, რომლის დასაწყებად აუცილებელია ხელისუფლების თანხმობა, მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან უნდა გაეშვას.

BioNTech-მა და OncoC4-მა 20 მარტს განაცხადეს, რომ ითანამშრომლებენ ფილტვის კიბოს სამკურნალო, იმუნოთერაპიული მედიკამენტის შექმნისა და კომერციალიზაციის მიზნით.

BioNTech-ი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების მიზნით, Pfizer

-თან შექმნილი ალიანსის შედეგად, მილიარდობით ევრო მიიღო, ცდილობს განაახლოს საკუთარი ცოდნა ონკოლოგიური პრეპარატების სფეროში, რაც მისი ტრადიციული მიმართულებაა.