ჩინეთის სამეცნიერო-კვლევითმა ჯგუფმა შექმნა ხელოვნური ინტელექტის უნივერსალური მოედლი, რომელსაც შეუძლია კიბოს პათოლოგიების გამოსახულების დეტალური წაკითხვა.
China's Air Force Medical University-ის, Tsinghua University-სა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანია SenseTime-ის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში პათოლოგიების 300 ათასამდე ციფრული გამოსახულება გამოიყენეს.
კვლევის ავტორების მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტის უნივერსალურ მოდელს შეუძლია 20-ზე მეტი ორგანოს მდგომარეობის გაანალიზება. ტექნოლოგია მოიცავს დაზიანებების ამოცნობას, მრავლობითი კიბოსა და ბიომარკერების შეფასებასაც.
აღინიშნა, რომ აღნიშნულმა სისტემამ სახელწოდებით PathOrchestra 95%-ზე მეტ სიზუსტეს მიაღწია კიბოს 50 შემთხვევაში.
ეს ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის სფეროს სწრაფი ზრდის კიდევ ერთი გამოვლინებაა.