მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე, რომელიც აუტიზმს „უკან დაახევინებს.“
პრეპარატის შექმნის მიზნით ექსპერიმენტები ჩინეთში მიმდინარეობს. კერძოდ, შანჰაელმა მკვლევარებმა თაგვების ორგანიზმში შეიყვანეს გენების რედაქტირების სპეციალური პრეპარატი, რომელიც დნმ-ში სპეციფიკურ მუტაციას ცვლის, რაც აუტიზმის სიმპტომებს უკავშირდება.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათი კვლევების შედეგები იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ის აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს დაეხმარება.
ფუდანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ თაგვების ქცევითი და სოციალური პრობლემები აცრის შემდეგ გაქრა.
აუტიზმის დიაგნოზს ყველაზე ხშირად ბავშვებს უსვამენ. 2020 წლის მონაცემებით, ეს დიაგნოზი 36 ბავშვიდან ერთს ჰქონდა, რაც 2021 წლის შემდეგ (ერთი ბავშვი 44 ბავშვზე) მნიშვნელოვანი ზრდაა. 2006 წლის მონაცენებით კი აუტიზმი 110 ბავშვიდან ერთს უდასტურდებოდა.
წყარო: medimagazin.com.tr