ამერიკის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისიამ (CPSC) ბაზრიდან ამოიღო 300 ათასზე მეტი ერთეული საბავშვო ჭიქა. მიზეზი ამ პროდუქციაში აღმოჩენილი, ტყვიის მაღალი შემცველობაა.

საუბარია Cupkin-ის ბრენდის ორმაგი კედლების მქონე ჭიქებზე, რომლებიც ჩინეთში იწარმოება და „ამაზონის“ საშუალებით იყიდება.

მარეგულირებლის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია 2018 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში მოხდა და თითო ჭიქის ღირებულება 20 დოლარს შეადგენდა.

„მომხმარებლებმა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოართვან ჭიქები ბავშვებს და შეწყვიტონ მათი მოხმარება“ - განაცხადა კომისიამ.

CPSC-ის განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობები ამ პროდუქტის გამოყენების შედეგად რაიმე ინციდენტის შესახებ არ გავრცელებულა.

ფაქტთან დაკავშირებით Cupkin-ის საიტზე გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც აღნიშნული ვაკუუმური ჭიქებიდან შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში ტყვია ფსკერიდან მოხვდეს, ჭურჭლის ორმაგი კედელი კი ადამიანს ტყვიის მოხვედრისგან იცავს.

„ჩვენ გამოვიყენებთ აღნიშნულ შესაძლებლობას, რათა შევცვალოთ ჩვენი ჭიქების დიზაინი და გავაუმჯობესოთ ისინი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

CNN.com