ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა კომპანია Eli Lilly-ს წარმოებული, წონის კლების მედიკამენტი. ამით გზა გაეხსნა ჭარბი წონის მედიკამენტოზური მკურნალობის კიდევ უფრო ფართოდ გამოყენებას.

პრეპარატის აქტიური  ნივთიერება - ტირზეპატიდი 2022 წელს უკვე დამტკიცდა დიაბეტის მკურნალობისთვის. 
FDA-ს ახალი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ჭარბი წონის პრობლემის მქონე ადამიანები, რომლებსაც ჭარბ წონასთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი დაავადება აღენიშნებათ, შეძლებენ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებას. მედიკამენტი Zepbound-ის სახელწოდებით გაიყიდება და მისი დანიშნულება ქრონიკული ჭარბწონიანობის კონტროლი იქნება. 

Eli Lilly-ს განცხადებით, Zepbound-ი აშშ-ის ბაზარზე წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს, მისი ერთი თვის მარაგის ფასი კი დაახლოებით 1060 დოლარი იქნება.

მედიკამენტის დამტკიცებამდე არაერთი პაციენტი ტირზეპატიდს ჭარბი წონისგან გათავისუფლების მიზნით, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარდა. ამან კი მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა მკურნალობის ამგვარ მეთოდზე.

მარეგულირებლის ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ აშშ-ში ჭარბი წონა ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტს აწუხებს. ეს კი სიკვდილის ისეთ მიზეზებთანაა კავშირში, როგორიცაა დიაბეტი, ინსულტი და გულის დაავადებები.

Zepbound-ი ესაა ინექცია, რომელსაც კვირაში ერთხელ იკეთებენ და დოზა თანდათანობით იზრდება. 
პრეპარატი ორგანიზმში ბუნებრივი ჰორმონების გააქტიურებას იწვევს და შიმშილის სიგნალი ტვინს გვიან მირწოდება. შესაბამისად, ადამიანი თავს დანაყრებულად დიდი ხნის განმავლობაში გრძნობს,