ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათი წარმოების, კოვიდისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ, კვლევის პროცესში, ძლიერი იმუნური პასუხი აჩვენა აღნიშნული ვირუსების შტამების წინააღმდეგ.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიების თქმით, უახლოეს თვეებში გეგმავენ კვლევების ფინალური სტადიის დაწყებას „ამ ვაქცინას პოტენციურად შეუძლია შეამციროს ორი რესპირატორული დაავადების ზეგავლენა ერთი ინექციის საშუალებით, და შეძლებს იმუნიზაციის პრაქტიკის გამარტივებას,“ - განაცხადა კომპანია Pfizer-ის ვაქცინებისა და კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა ანალიეზა ანდერსონმა.
კვლევების პროცესში კანდიდატ ვაქცინებს ადარებდნენ გრიპის საწინააღმდეგო, ლიცენზირებულ ვაქცინებს და კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ გრიპი-კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ მდგრადი იმუნური პასუხი გამოიმუშავა გრიპის А და B და შტამებისა და SARS-CoV-2-ის წინაღმდეგ.