2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მედიკამენტების იმპორტიც და ექსპორტიც გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, დასახელებულ პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 318.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 პროცენტი). გასული წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 264. 7 მლნ დოლარი იყო
რაც შეეხება ექსპორტს, აღნიშნულ პერიოდში, მედიკამენტები საექსპორტო ათეულში მოხვდა და ეს ჯგუფი მე-9 ადგილზეა. 53.5 მლნ აშშ დოლარით. წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 48.9 მილიონი დოლარი იყო. მედიკამენტების პროცენტული წილი ექსპორტში 1,6-დან 1,9-მდე გაიზარდა.
2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, მეორე ადგილს იკავებს ღვინო, მესამეს კი ფეროშენადნობები.
ზოგადად კი, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით ნაკლებია.