საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა. ამასთან,  საიმპორტო ქვეყნებს შორის ლიდერი თურქეთია, საიდანაც, საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 152,993 მილიონი დოლარის მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა. წინა წელს ამ ქვეყნიდან შემოტანილი მედიკამენტების ღირებულება 73 მილიონი დოლარი იყო. 


  მედიკამენტების იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა გერმანია 56,978 მილიონი დოლარით, მესამეზე კი შვეიცარია, საიდანაც 55, 551 მილიონი დოლარის მედიკამენტი შემოვიდა. 
 
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიიდან იმპორტი ერთ წელიწადში მკვეთრადაა გაზრდილი - 2022 წელს ამ ქვეყნიდან 33 მილიონი დოლარის მედიკამენტი იქნა შემოტანილი. იზრდება იმპორტი გერმანიიდანაც, რომლისგანაც საქართველომ 2022-ში 41 მილიონი დოლარის სამკურნალო საშუალებები შეიძინა, 2023-ში კი ამ მაჩვენებელმა თითქმის 57 მილიონი შეადგინა.