ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს გულსისხლძარღვთა ქსელების ამობეჭდვის ტექნოლოგია 3D-პრინტერის საშუალებით. მიღწევის შედეგად უნდა დაჩქარდეს ხელოვნური ორგანოების წარმოება გადანერგვის მიზნით.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Advanced Materials-ში გამოქვეყნდა.
გუნდმა ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომლის შედეგადაც ბუნებრივ სტრუქტურასთან მიახლოებული, ხელოვნური გულსისხლძარღვების შექმნის საშუალებას იძლევა. მათ მიერ შექმნილი არქიტექტურა ზუსტად იმეორებს ადამიანის ბუნებრივი სისხლძარღვების აგებულებას.
კვლევის პროცესში ხელოვნური სისხლძარღვები 5 დღის განმავლობაში „ქაჩავდნენ“ იმიტირებულ სისხლს ყოველგვარი გართულების გარეშე.