საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა სხივური თერაპიის კუთხით არანაირ ფინანსურ პრობლემებს არ ქმნის.
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე, ონკოლოგიის საკითხებში თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენის დროს, თოდუას კლინიკის რადიაციულმა ონკოლოგმა, რადიოლოგმა, ბირთვული მედიცინის სპეციალისტმა მიხეილ ბარამიამ განაცხადა.
„ჩვენ, სხივური თერაპევტები, ძალიან განებივრებულები ვართ სახელმწიფოს მიერ, რადგან საყოველთაო სისტემა პრაქტიკულად არანაირ ფინანსურ პრობლემებს არ გვიქმნის და ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ,“ - განაცხადა ბარამიამ.
ცნობისთვის: 2024 წლის იანვრიდან ონკოლოგიური ქირურგია ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
მანამდე, ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის ქონისა, სხივური და ქიმიოთერაპიის სახელმწიფო დაფინანსება (25 ათასლარიანი ლიმიტით) თანაბრად გავრცელდა.