სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ანტენატალურ (ორსულთა) მეთვალყურეობის (მათ შორის ერთი პოსტნატალური ანუ მშობიარობის შემდგომი ვიზიტია), ასევე ანტენატალური სკრინინგის (აივ-ინფექცია/შიდსზე, В და С ჰეპატიტებზე და სიფილისზე) სახელმწიფო პროგრამის მონაწილეები არიან, რეგულაციები მსუბუქდება. 
აღნიშნული მომსახურების გაწევის უფლება, მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, ჰქონდა იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომლის მიერ საანგარიშგებო წლის წინა წლის განმავლობაში გატარებული ორსულთა საერთო რაოდენობა ტოლი იყო ან აღემატებოდა 300-ს.

გარდა ამისა, 2023 წლისთვის დაშვებული იყო პროგრამაში იმ დაწესებულებების რეგისტრაცია,  სადაც საანგარიშგებო წლის წინა წლის განმავლობაში გატარებულ ორსულთა რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო ზემოთ დასახელებულ რაოდენობაზე 75%-ზე ნაკლები. 


ცვლილებების მიხედვით კი 2024 წელს დაწესებულებების რეგისტრაციის პირობაა, რომ მათ მინიჭებული ჰქონდეთ შესაბამისი დონე რეგიონალიზაციის წესის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ ქალებს სახელმწიფო გინეკოლოგთან ორსულობის პერიოდში რვა, მშობიარობის შემდეგ კი დამატებით ერთ ვიზიტს უფინანსებს.

jandacva.ge