რა შეიცვლება მშობიარობისა და საკეისრო კვეთების დაფინანსების DRG-სისტემაზე გადასვლის შემდეგ?


საკითხზე კომენტარი ჯანდაცვის ექსპერტმა მარინა ბერაძემ გადაცემა „ბიზნესპოსტში“  საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს სწორი მიდგომაა, თუმცა უნდა იყოს გამართლებული და დასაბუთებული, რამდენად აუცილებელია, გარკვეულ შემთხვევებში საკეისრო კვეთა ჩატარდეს. 


მისი თქმით, ის თავად მუშაობდა კლინიკაში, სადაც DRG სისტემა იყო დანერგილი და ეს პრაქტიკა ასეთი იყო: როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი გარკვეული პრობლემით მიდიოდა, მას დაუსვამდნენ დიაგნოზს და აცნობებდნენ მკურნალობის ფასს.

„როდესაც პაციენტი მოვიდოდა, შეიძლება ბევრი ჩარევა დასჭირვებოდა, გამოყენებული ყოფილიყო სხვადასხვა აპარატურა, მაგრამ ფასი ერთი იყო. ამიტომაც პროცესი მარტივი იყო - მოვიდოდა პაციენტი და ფასს ვეუბნებოდით. სხვა კლინიკებში კი, როცა პაციენტი სვამდა კითხვას მომსახურების ღირებულების შესახებ, მას პასუხობდნენ- თუ ეს მასალა დაგვჭირდება, ეღირება ამდენი და ა.შ. ამ შემთხვევაში ესეც მოხსნილია,“- განაცხადა მარინა ბერაძემ.