ნეიროქირურგი, „ევექსის“ ქსელის („კავკასიის მედიცინის ცენტრი“ და „იაშვილის კლინიკა“) წარმომადგენელი ლადო წიქარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც ქვეყანაში პედიატრიული სერვისების საკითხს ეხება. პოსტი საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა და „იაშვილის კლინიკის“ ყოფილი თუ ახლანდელი პაციენტების მშობლების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

„21-ე საუკუნეში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული პედიატრული სერვისები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს…. ამიტომ ქართველი ბავშვები მკურნალობას გაივლიან თურქეთში., საქართველოს თურმე არ შესწევს ძალა უზრუნველყოს თავისი მემკვიდრეობის ჯანმრთელობა…((( ქვეყანა რომელიც ამ სამარცხინო გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდება, საკუთარ მომავალზე მაინც უნდა დაფიქრდეს…(((. ps. ქვეყანა რომელიც ბავშვების ჯანმთელობასაც ვერ უზრუნველყოფს რაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი….?(((. სოლომონ პირველმა ტყვეებით ვაჭრობა აკრძალა და მას შეეწირა…(((„ - წერს წიქარიშვილი სოციალურ ქსელში. 


მართალია, ის არ აკონკრეტებს, თუმცა ლოგიკურად, გულისხმობს სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ივლისის ბოლოს ამოქმედდა და რომლის ფარგლებში რამდენიმე ბავშვი უკვე გაემგზავრა თურქეთსა და ისრაელში სამკურნალოდ. პროგრამის არსი არის ის, რომ, ვიდრე ქვეყანას ბავშვთა გამართული ონკოლოგიური სერვისები ექნება, მოზარდები არ დარჩნენ მაღალი დონის მკურნალობის გარეშე და ამიტომ სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, მათი მკურნალობა ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის ცნობილ კლინიკებში დააფინანსოს. დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი არ არსებობს და პაციენტს შეუძლია ყველა საჭირო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს.


პროგრამის თანახმად, ბენეფიციარის მშობელს უფლება აქვს, დაფინანსებით საქართველოშიც ისარგებლოს და ამ მიზნით პროგრამაში ერთადერთი კლინიკა - იაშვილის ცენტრია ჩართული. პროგრამის ამოქმედების შემდეგ, გააკეთა თუ არა რომელიმე მშობელმა არჩევანი იაშვილის კლინიკაზე - სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა ფაქტია, რომ გასულ წლებში მედიაში არაერთი ფაქტი გაშუქდა, როდესაც იაშვილის კლინიკაში სიმსივნით მოთავსებული პაციენტების მშობლები ჰოსპიტალში არსებულ ცუდ პირობებს, დაბალი დონის მომსახურებას, ბავშების ჯანმრთელობის დაზიანებას და რიგ შემთხვევაში, ფატალურ შემთხვევებს ეხებოდა. საქმეების ნაწილს რეგულირების სააგენტოც სწავლობს.

სწორედ ამ პაციენტების ნაწილის მშობლები გამოეხმაურნენ ლადო წიქარიშვილის პოსტს გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს: 

„აქ ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი, რასაც უამრავი ადგილობრივი "ექიმი" გულგრილად უდგება. არასდროს დამავიწყდება ის დღე როცა კლინიკაში ჩემს თვალწინ გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი და მთავარი ექთანი შემოვიდა ნელი ნაბიჯით ,ყავით ხელში, "უი მომკვდარა ეს ბავშვი,გადააფარეთო"
ყველა ასეთი არ არის ფაქტია მაგრამ ძალიან ბევრ "ექიმს" უნდა ჩამოერთვას ლიცენზია!
ჯანდაცვამ წამალიც რომ შემოიტანოს ,დანადგარებიც,აპარატურაც,მაინც იგივე გაგრძელდება ამიტომ თურქეთზე ნუ ვიტყვით რამეს, ძალიან ბევრი ბავშვისთვის თურქეთი ერთადერთი გამოსავალია!“

„ჯერ ერთი: თუ რამეს ამბობთ ბოლომდე თქვით და დაწერეთ სრულყოფილი ინფორმაცია. პროექტი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ეხება ონკოპაციენტი ბავშვების დაფინანსების პროგრამას როგორც ვხედავ და ამ პროგრამაში მარტო თურქეთი არ შედის, შედის ესპანეთიც და ისრაელიც. მეორე: სამარცხვინოს სანამ უწოდებთ რაიმე გადაწყვეტილებას, მინიმუმ მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეთ საიდან და რატომ გახდა ამ პროექტის გაკეთება საჭირო. ამ სიტყვით ყველა ონკოპაციენტი ბავშვის მშობელს გვიწოდებთ სამარცხვინოს და მინიმუმ ბოდიში თქვენი მხრიდან არ იქნებოდა ურიგო.  მესამე: დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით ბავშვთა ონკოლოგიაში ვინც მუშაობს და რას წარმოადგენენ. მათი პარტნიორი ხართ თუ მეგობარი, გულის სიღრმეში მაინც ხომ კარგად იცით, რომ ონკოპაციენტ ბავშვებზე ექსპერიმენტები ტარდება. მათ შორის ერთერთი ჩემი შვილი იყო და ზუსტად ჩემი შვილის გამო მოეღება ზოგიერთების კარიერას მალე ბოლო. კიდე ვინ მიყვება ამ ადამიანს, ეგ უკვე მისმა კოლეგებმა გადაწყვიტონ.  მეოთხე: საქართველოდან გაქცევა არავის უხარია და არც ამ სფეროს დასამარება არ უნდა არავის. თუ არ იცით, იცოდეთ, რომ ისრაელის ჩართულობით ახალი ბავშვთა ონკოგანყოფილების შექმნაზე მიდის მუშაობა. ამ სისტემის გამართვას, რომელიც დღეს 0-ია, სჭირდება წლები. ამ წლების განმავლობაში კი ბავშვებს ადამიანური მკურნალობა სჭირდებათ!!!! ისინი არ არიან სტატისტიკის ნაწილი, ისინი ჩვენი შვილები არიან და ვერ დაელოდებიან როდის გამოჩნდება პროფესიონალი ექიმი!! იმის ნაცვლად, იაშვილის ვითომ ბავშვთა ონკოლოგებმა ინტრიგები ხლართონ ჯობია გონს მოეგონ და ეს დრო სწავლას და ადამიანობის დაბრუნებას მოახმარონ!!!!!“


„ბატო ლადო, იაშვილის კლინიკაში მომუშავე ექიმების შვილები, ძმისშვილები სად მკურნალობდნენ? არმინდა სახელები და გვარების ჩამოთვლა.“

„ბატონო ლადო,თქვენის აზრით ჩვენ,ონკობავშვების მშობლებს,ნათესავებს და მეგობრებს საკუთარი სამშობლო არ გვიყვარს და ევროპაში საშოპინგოდ ვართ წამოსულები?!რომ შეძლებოდა სრულფასოვანი მკურნალობა ცრხა მთასა და ცხრა ზღვა გადაღმა წამოვიდოდით?! პირველ რიგში თქვენი “ეროვნულობის”კიაფი ონკოპაციენტების მშობლებისკენაა მიმართული!სანამ რამეს იმამულებთ და იეროვნულებთ საკითხში გაერკვიეთ!“


„ექიმისგან ძალიან უხერხულია ასეთი პოსტი! რატომ არ აკონკრეტებთ, რომ ონკოპაციენტ ბავშვებს შეეხო ეს პროგრამა და არა სრულიად პედიატრიას! იმას რატომ არ წერთ, რატომ შეეხო ქართველ ონკოპაციენტ ბავშვებს ეს დაფინანსება საზღვარგარეთ? შეგახსენოთ? იმიტომ, რომ იაშვილის კლინიკაში არის მხოლოს ერთი ონკო დეპარტამენტი ნინო ტოტოღაშვილის და წარსულში ასმათ შენგელაის ხელმძღვანელობით! იმიტომ, რომ ამ დრომდე ონკოპაციენტ ბავშვებს პალატებში ვირთხები დაურბოდნენ, კვება არ ჰქონდათ, წესიერი წამალი არ ჰქონდათ, ბავშვთა ონკოლოგიაში არსებობს დიაგნოზები, რომელიც დაძლევადია და აქ კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზით ბავშვები იღუპებიან. ნინო ტოტოღაშვილის ნამკურნალებ ბავშვს ვერ კიდებენ ხელს საზღვარგარეთ და ლეიკემიას თუ ადგენენ, ფორმა ეშლებათ... იმიტომ, რომ რვა თვის ბავშვს გადასხმის დროს ჭერი დაემხო და 5 წლის ბავშვს, რომელიც ცოცხალი აღარ არის, ფანჯარა გადმოემხო იაშვილის კლინიკის ონკო განყოფილებაში, რომელიც ვერაფრით ჩაისვა მშვიდობიანად! იმიტომ, რომ საზღვარგარეთ ხდება ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების მართვა და აქ ეუბნებიან, რომ ლეიკოციტების ამწევი კიბოს უჯრედებს ააქტიურებს და გვერდითი ეფექტების სამართავად კოკაკოლას და გვირილის ნაყენს ნიშნავენ. იმიტომ, რომ მკურნალი ექიმისთვის სულერთია, მისი სამი წლის პაციენტი ტკივილისგან რომ იტანჯება და ყველა წამალი დღე და ღამე უნდა აგროვო, და ასე გვაკვდებიან ხელში ბავშვები, ტანჯვით ტკივილით, იმიტომ, რომ საზღვარგარეთ არსებობს პალიატიური მზრუნველობის მეთოდი და აქ პალიატიური ზრუნვა რეანიმაცია გონიათ! იმიტომ, რომ ქართველ ონკოპაციენტ ბავშვს ექიმი არ ჰყავს თავის ქვეყანაში. საუბარია კლინიკურ ონკოლოგზე ნინო ტოტოღაშვილს სულ ცალ ფეხზე კიდია მათი ბედი და საზღვარგარეთ ყველა ნორმალურ კლინიკას სულ ცალფეხზე კიდია მისი დასკვნა და ძაან დიდი ბოდიში სხვა პროფილის ექიმებს თუ ეს ფაქტი გულზე გხვდებათ იმიტომ რომ თქვენ არ გეხებათ ეს პრობლება რეალურად! ამ მთავრობის ტაშის დამკვრელად ვერ გამოვდგები, მაგრამ ეს მდგომარეობა ყველა მთავრობის დროს ასე იყო! ყველა დუმდა! რადგან ონკოპაციენტი ბავში წლები იყო სტატისტიკის ნაწილი და მეტი არაფერი. ახლა კი ითხოვთ რომ ეს ბავშვები ვისთვისაც დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს დასხდნენ და დაუცადონ ექიმების გადამზადებას, რომლებიც 25 წელია და მეტი მშვენივრად გრძნობენ თავს მდგომარეობაში როგორც არიან. ან დაელოდონ, დამწყები ექიმი როდის აიმაღლებს ცოდნას და მიიღებს პრაქტიკას, რასაც ალბათ წლები სჭირდება. მოკლედ ჩვენ დაგიცდით და თქვენ ისწავლეთ))) ეს პროექტი დროებით იმუშავებს იქამდე, სანამ არ აშენდება თანამედროვე ბავშვთა ონკო კლინიკა და რომ აშენდება, იაშვილის დეპარტამენტის " ბორდს" იქ არ ვიხილავთ! უკვე არსებული პაციენტების წამზომი ჩართულია და ისინი ვერავის გადამზადებას ვერ დაუცდიან! პროგრამაში მხოლოდ " თურქეთის კლინიკა" არ არის , ასევეა იხილოვის კლინიკა ისრაელში და ესპანეთის წამყვანი კლინიკა, სადაც უახლესი მეთოდებით ხდება მკურნალობა პროტონო თერაპიით. გავაგრძელო? ასევე დავამატებ რომ არ ვარ ის კატეგორია " ქართველი ექიმები" სალანძღავი სიტყვა რომ გონიათ! რისკებსაც ვიაზრებ და შანსებსაც ბავშვთა ონკოლოგიაში. მაგრამ ნაგავი უნდა გადაიყაროს! სხვანაირად წინ ვერ წავალთ და ვერც ის ქართველი ექიმები წავლენ წინ, მართლა რომ დაფასების ღირსი არიან“