კლინიკებს სამ კვირაში ეწურებათ ვადა, როცა საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით, მააკრედიტებელ ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინონ.
ერთ-ერთი ბოლო კლინიკა, რომელმაც ასეთი ხელშეკრულება გააფორმა, „ვივამედია.“ კლინიკამ კანადის საერთაშორისო აკრედიტაციაზე შეარჩია არჩევანი.
აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდა, სადაც კლინიკის გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს შეხვდა.
„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, კლინიკა „ვივამედთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. დიდი პატივია „ვივამედთან“ თანამშრომლობა. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
კლინიკა „ვივამედი“ კავკასიის რეგიონში უდიდესი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია.
კლინიკის ინფორმაციით, მისი ინფრასტრუქტურა მკაცრ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, აქვს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, საკუთარი სასტუმრო, კაფეტერია და სხვა სერვისები. კლინიკაში მოქმედებს რეზიდენტურაც.
აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია საქართველოში განცხადებების მიღებას 10 დეკემბრამდე განახორციელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ისინი აკრედიტაციის გავლაში საქართველოში 16 სამედიცინო დაწესებულებას ეხმარება და მათ სავარაუდოდ კიდევ ორი კლინიკა დაემატება.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლიდან სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოებთან ხელშეკრულებების წარსადგენად კი სამედიცინო დაწესებულებებს ვადა წლის ბოლომდე აქვთ.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოებთან ხელშეკრულებების წარსადგენად სამედიცინო დაწესებულებებს ვადა წლის ბოლომდე აქვთ. აკრედიტაცია კანადას გარდა, საქართველოში უკვე შემოსულია ACHS International - ავსტრალიის ჯანდაცვის სტანდარტების საბჭოს (ACHS) შვილობილი კომპანია. საქართველოში უკვე თვეებია აკრედიტაციის პროცესშია ჩართული ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კიდევ ერთი საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია, რომელთანაც ქართულმა სამედიცინო სექტორმა თანამშრომლობა დაიწყო, გერმანული Temos international-ია.