ნოემბრის თვეში, საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 0.8 პროცენტით შემცირდა, რაც თვის ინდექსზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისივე ცნობით, ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-1.5 პროცენტი); საავადმყოფოების მომსახურება ერთ თვეში 0,1%-ით გაიაფდა, ხოლო ამბულატორიული სერვისები 0,3%-ით გაძვირდა. 

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი ჯანმრთელობის ჯგუფზე ფასების 4.3%-იანი კლება დაფიქსირდა. 
სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები წინა წლის იგივე თვესთან შედარებით 10,7%-ით გაიაფდა, ამბულატორიული მომსახურება 7,4%-ით გაძვირდა, ხოლო საავადმყოფოების მომსახურების ფასები წლის ჭრილში 5,9 პროცენტით გაძვირდა. 

jandacva.ge