მეორე კვარტლის მონაცემებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 1506 ლარი შეადგინა, რაც 166 ლარით (12%-ით) მეტია გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის 2023 წლის II კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების - 2 161.6 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 333.2 ლარი (18.2%).

შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით);
  • მშენებლობა - 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525.0 ლარი (გაიზარდა 25.1 პროცენტით).