სამედიცინო ტურიზმის მიმართულებებს შორის საქართველოში ერთერთი აქტუალურია თმის გადანერგვა.

ჰეალაინ ინთერნეიშენალის დამფუძნებლისა და დირექტორის, ირაკლი ბებიაშვილის განცხადებით, ეს მიმართულება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც.

„სამედიცინო ტურიზმის ეგიდით ტურისტების მოზიდვა მხოლოდ ჩვენი კი არა, სახელმწიფოს ინტერესია ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით. მეზობელი ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ ფართოდ განვავითარებთ ამ თემას და სწორ ადგილას აღოვჩნდებით, სახელმწიფოსთვის ეს მომგებიანი იქნება. ეს დარგი საქართველოში ისეა განვითარებული მთელი ამ 19-20 წლის განმავლობაში, რომ სხვა წარმატებულ ქვეყნებთან მიმართებაში პირველ სამეულში ვართ,“ - აღნიშნა მან. მისი ინფომაციით,. თმის გადანერგვა საქართელოში თამაზ თამაზაშვილმა დანერგა, რომელიც წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. 


მისი თქმით, კლინიკას ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი ყავს, რისი მიზეზიც ევროპული სტანდარტების ქონაა, რაც, მისივე განმარტებით, საქართველოში მხოლოდ მათ აქვთ. 
კომპანია, თმის გადანერგვის გარდა, პაციენტებს სთავაზობს თმის ცვენის მკურნალობას, მეზოთერაპიას, პლაზმოთერაპიას, ესთეტიკურ ოპერაციებს.