ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში ფუნქციონირებას შემოდგომიდან დაიწყებს. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრსისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ორი წლის წინ გადაწყვიტა შეეძინა ერთერთი ნაგებობა, რომელიც სამედიცინო მიზნით აშენდა, და გადაეცა ინფექციური კლინიკისთვის.

ცერცვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და  შენობის მორგება ინფექციური კლინიკი სპეციფიკაზე.

ინფექცირი კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალ შენობაში გადასვლა ცოტა გაჭიანურდა, თუმცა დიდ პროექტებს ეს ახასიათებს და კომპანიას, რომელიც შენობაში სამუშაოებს ახორციელებს, პროცესის დასრულებისთვის ბოლო ვადა ივნისამდე აქვს მიცემული. ამის შემდე, ცერცვაძის განმარტებით, კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება შენობის აღჭურვას და გადასვლას.

„კიდევ რაღაც დრო დასჭირდება გადასვლას და ვფიქრობ, შემოდგომაზე გვექნება ახალმოსახლეობა,“- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღანელმა და არ გამორიცხა, რომ გადასვლის პროცესმა კლინიკის ფუნქცნიობირება 2 თვე შეაფერხოს.

რაც შეეხება ბავშვთა ინფექციური კლინიკის იმავე ახალ შენობაში გადასვლას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს ასე არ იყო დაგეგმილი და იგეგმებოდა, რომ ბავშვთა ინფექციური კლინიკა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადასულიყო, თუმცა რესპუბლიკურის რეაბილიტაციის თუ ახალი შენობის აგების საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი და ამიტომ გადაწყდა, ბავშვთა ინფექციურიც ინფექციური კლინიკის ახალ შენობაში გადავიდეს.

„გადაწყდა, რომ ბავშვთა ინფეციურის, ყოველ შემთხვევაში მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ინტეგრაცია მოხდეს ჩვენან. მიდის მოლაპარაკებები, საწოლების რა რაოდენობა დაეთმობა ბავშვთა ასაკს, თანამშრომლების რა ნაწილის ინტეგრირება მოხდება, აქაც სერიოზული დაფიქრება და გადაწყვეტები იქნება საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, გაცილებით მარტივად მოგვარდება, ვიდრე რესპუბლიკურის,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, რომელზეც თბილისის ინფექციური კლინიკა ფუნქციონირებს, 2009 წლიდან „ავერსი ფარმას“ საკუთრებაა და ამ წლების განმავლობაში კომპანია ამ ტერიტორიის დაცლას ითხოვდა. რაც შეეხება ახალ შენობას, მასში გადასვლა ბოლოს 2023 წლის გაზაფხულისთვის დაანონსდა, ახლა კი, როგოც თენგიზ ცერცვაძის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ახალ შენობაში გადასვლის ვადად შემოდგომა განისაზღვრა.