ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც აღდგა ნანატრი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ფუნდამენტიჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს.
„ვულოცავ, მთელს საქართველოს, ამ დიდებულდღესასწაულს. დიდებულს თავისი არსით, შინაარსითა და მნიშვნელობით - ეს არის ის, რაცარაერთი ქართველის, სახელოვანი მამულიშვილისოცნება და იდეა იყო. დიდებული დღე თითოეულიქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილიგულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერპირველი. ეს არის დღე, როდესაც საკუთარ თავს უნდაშევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანიადაუღალავი ბრძოლა და მუშაობა, რომყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილი იყოს, იმისსამსახურში ყოფნა, რაც გვეამაყება და რაცგვაერთიანებს. ამით ახდა ოცნება ილია ჭავჭავაძისადა ბევრი მოღვაწისა, ვინც ძალიან ბევრი რამგააკეთა იმისთვის, რომ ჩამოვყალიბებულიყავითასეთ ერად და გვეამაყა ჩვენი ქვეყნის იდენტობით. ეს არ არის ისეთი რამ, რაც ერთხელ მოვიდა დარასაც გაფრთხილება არ სჭირდება. ამას სჭირდება, დაუღალავად შრომა, რომ საქართველოს სახელი მუდმივად იკავებდეს დამსახურებულ ადგილს, სხვაერთა შორის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, უწყვეტად, მაღალი ტემპით, იმ მიმართულებითვითარდება, რასაც ქვეყნის მაღალი დონის, ევროპულსახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჰქვია.
„ყველა სექტორში, იქნება ეს ჯანდაცვის, სოციალურიუზრუნველყოფის, თავდაცვისუნარიანობის, განათლების, თუ სამართლის სფერო, გვაქვსუზარმაზარი პროგრესი. პროგრესი სწორედ იმმიმართულებით, რასაც ჰქვია ევროპულიღირებულებების ერთგულება. ყველას კარგად უნდაესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც სჭირდება სერიოზული შრომა, იმისკვალდაკვალ, რასაც ჩვენი ერის თვითმყოფადობისგაფრთხილება ჰქვია“, - განაცხადა მიხეილსარჯველაძემ.