შემოდგომის დასაწყისიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა და უკვე თითქმის მიაღწია 2020 წლის გაზაფხულის პირველი ტალღის მასშტაბებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა, გარდაცვალების მაჩვენებელი კი 3-დან 9 სექტემბრამდე პერიოდში 5%-ითაა მომატებული.
ყველაზე მოკრძალებული პროგნოზების თანახმად, ნოემბრისთვის ინფიცირებულთა რიცხვი შტატებში კიდევ 4,5-ჯერ გაიზრდება.
ამის გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასი აცხადებენ, რომ კოვიდით ინფიცირებისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევების ზრდის შესახებ მონაცემები მოდის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, ამიტომ პანდემიის ახალ ტალღას ქვეყნები მომზადებული უნდა შეხვდნენ, პირველ რიგში კი - ვაქცინაციის გააქტიურებით.
ჯანმომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაფერი ისე ეფექტიანად არ იცავს ადამიანს რეანიმაციაში მოხვედრისგან, როგორგ განმეორებითი აცრა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვისაა. ბუსტერ-ვაქცინის გაკეთებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არა მხოლოდ მოზრდილებს, არამედ ბავშვებსაც ურჩევს, მათ შორის - სკოლამდელი ასაკისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სეზონური ვირუსების ცირკულაციისა და კოვიდის გავრცელების შესახებ მონაცემები აღარ ქვეყნდება.