2024 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 341 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 279,8 მლნ. ლარს შეადგენდა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ლიდერი ისევ „ჯიპიაია“ 25%-იანი წილით, მეორეა იმედი ელი 20%-ით, მესამე კი არდი 14%-ით.
ქვეყანაში 735 061 მოქმედი სამედიცინო პოლისია, რაც უმნიშვნელო ზრდაა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით (721 747).
კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს. ეს წილი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა.
2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.