აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) შესაძლოა გააუქმოს Pfizer-ის COVID-19 ვაქცინის ავტორიზაცია 5 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვებისთვის. ინფორმაცია ფარმაცევტულმა კომპანიამ დაადასტურა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა COVID-19 ვაქცინებზე შეზღუდვები დააწესა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, განახლებული COVID-19 ვაქცინები შემოდგომაზე, ცივი ამინდების დაწყებამდე, ამერიკელების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი იყო.
USA TODAY-სთვის გაგზავნილი განცხადების თანახმად, ფედერალურმა სააგენტომ Pfizer-ს აცნობა, რომ შესაძლოა არ განაახლოს საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია Pfizer-BioNTech COVID-19 ვაქცინისთვის 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
„ამჟამად ჩვენ სააგენტოსთან პოტენციურ სამომავლო გეგმებზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მოვითხოვეთ, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ავტორიზაცია ძალაში დარჩეს 2025-2026 წლების სეზონისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს განხილვები არ არის დაკავშირებული ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან, რომელიც კვლავაც ავლენს დადებით შედეგს,“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ივლისში, FDA-მ დაამტკიცა Moderna-ს COVID-19 ვაქცინია 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც COVID-19-ით დაინფიცირების გაზრდილი რისკი აქვთ. ვაქცინა, სახელწოდებით Spikevax, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი პოპულაციებისთვის 2025-26 წლების რესპირატორული ვირუსის სეზონში.
შესაბამისად, თუკი Pfizer-ის ვაქაცინას აღნიშნულ ავტორიზაციას გაუუქმებენ, 5 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვებისთვის აღნიშნული ვაქცინის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.