სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპები მკვეთრად შემცირდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე 375 მილიონი ლარის პრემია მიიზიდეს, რაც, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით (341 მილიონი ლარი) დაახლოებით 9%-ით გაზრდილოი მაჩვენებელია.
2024 წლის ნახევრის მონაცემებით კი ბაზრის ზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით (280 მილიონ ლარამდე მიზიდული პრემია 2023 წლის პირველ ნახევარში) 22%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდა განახევრდა.
ამასთან, წელს პოლისების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 4%-ით, 765,812-მდეა გაზრდილი.
შემცირებაა ზოგადად, დაზღვევის მთლიან ბაზარზეც, სადაც 2025 წლის 6 თვეში 802 მილიონი ლარის პრემია იქნა მიზიდული - ზრდა 11%. წინა წელს ეს მაჩვენებელი ლარში 712 მილიონი იყო, ზრდა კი 17%-ს შეადგენდა.