საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აცხადებს სტაჟირებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტი
ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგის და ანალიტიკის დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტი
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
სტაჟირების პირობები, მოთხოვნები და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://hr.gov.ge/