სამხრეთ ინდოეთში მდებარე McDonald's-ის ობიექტებში 30 ცენტიანი ბურგერის ტოპინგი სწრაფად გაიყიდა. ეს არის არა დამატებითი ყველი ან სალსას სოუსი, არამედ ვეგეტარიანული ცილის ნაჭერი, რომელიც კვების ინდოელ სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა - ბრენდის პირველი ასეთი შეთავაზება გლობალური მასშტაბით.
თემას Reuters-ი აშუქებს და წერს, რომ McDonald's-ი შეუერთდა ინდოეთის რძის უდიდესი კომპანიის Amul-ს, სტარტაპებისა და ბოლივუდის სუპერვარსკვლავის რანვირ სინგჰის მიერ მხარდაჭერილ კამპანიას, რომლის მიზანია, ცილა წარმოაჩინონ, როგორც ნებისმიერ ასაკში ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერება და არა მხოლოდ მოდური სპორტდარბაზების ტრენდი.
Golden Arches-ის ჯიხურებში კალორიების შემცველობაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა მომხმარებლებს იზიდავენ ბურგერებში არსებული ცილის მაღალი შემცველობის დემონსტრირებით. ეს კი დიდ პოპულარობას იწვევს ქვეყანაში, სადაც ვეგეტარიანელების რაოდენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია, ხორცის მოხმარება კი დაბალი.
„ცილის დამატება შესაძლებლობას გაძლევს, ეს დანაშაულის გრძნობის გარეშე ჭამო“, - თქვა 53 წლის ბაიჯუ ს.ტ.-მ, როდესაც ხუთგრამიანი ცილის ნაჭერი თავის 3 დოლარიან „ჩიქენ მაჰარაჯას“ დაუმატა, რომელიც „მაკდონალდსის“ ბურგერ „ბიგ მაკის“ ინდური ვერსიაა.
ცილა შეჰყავთ ხაჭოში - ვეგეტარიანული ფავორიტ საკვებში - ასევე ნაყინში, წყალში, ჩიფსებსა და 60 ცენტიან მოცვის მილქშეიკებშიც კი.
აშშ-სა და სხვა ბაზრებზე ცილის ანალოგიური ბუმი დაფიქსირდა, ინდოეთში კი ამას ქვეყნის გამორჩეული, მარცვლეულით მდიდარი კვების რაციონი განაპირობებს. ინდოეთის 1.4 მილიარდი მოსახლეობის თითქმის 30% ვეგეტარიანელია და მთავრობის შეფასებით, მოსახლეობის 73%-ს ცილის დეფიციტი აქვს.
რელიგიური მოსაზრებების გამო, საქონლის ხორცი აკრძალულია შტატების უმეტესობაში და მიუხედავად იმისა, რომ ქათამი პოპულარულია, ის დაბალი შემოსავლის მქონე მრავალი ოჯახისთვის ძვირია.
ივლისში, McDonald's-მა 24 საათის განმავლობაში სოიოს და ბარდის ცილის 32 000 ცალი ერთეული გაყიდა. მისი 400-ზე მეტი მაღაზიიდან უმეტესობას მარაგი სწრაფად ამოეწურა.
ტერმინები „ცილის ჩიფსები“ და „ცილის ბატონი“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინდოეთში ძალიან პოპულარული გახდა.
ქვეყნის კვების ტექნოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერმა, ააშიტოშ ინამდარმა, განაცხადა, რომ მაკდონალდსის ცილოვანი ნაჭრის ლაბორატორიებში დახვეწას ექვსი თვე დასჭირდა, რადგან ბრენდისგან მიღებული ადრეული პროტოტიპები ინდური გემოვნებისთვის „ძალიან ღეჭვადი“ და „ფხვნილისებრი“ იყო.
კინოვარსკვლავ სინგჰისა და ნიკუნჯ ბიიანის სტარტაპმა SuperYou-მ, ნოემბრიდან 10 მილიონზე მეტი ცილოვანი ვაფლი გაყიდა, ივლისში კი გაყიდვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.
სინგჰს Instagram-ზე 47 მილიონი გამომწერი ჰყავს და თავად უწევს ბრენდს პოპულარიზაციას.
თუმცა ეს პროდუქცია ძვირია. SuperYou-ს ჩიფსები 100 რუპია (1.14 აშშ დოლარი) ღირს 100 გრამზე, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე Pepsi-ს ანალოგიური პროდუქცია.