დღეიდან თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც შესაბამის რისკ-ჯგუფებში შედიან, ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ. 

მერიის პროგრამაში ჩართული კლინიკების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://shorturl.at/ELfDb

უფასო სკრინინგი ჩაუტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სკრინინგის პროგრამის დეტალები, მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა. ასევე, შეირჩა წამყვანი კლინიკები და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები.