საქართველოს მასშტაბით უფასო სკრინინგის აქციები გრძელდება.

1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უფასო სამედიცინო სკრინინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარდება:

აჭარა | გურია | იმერეთი | კახეთი

მცხეთა-მთიანეთი | შიდა ქართლი | ქვემო ქართლი

სამცხე-ჯავახეთი | სამეგრელო-ზემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ: ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრის პროცედურა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გთავაზობთ სკრინინგის აქციების კალენდარს 31 ივლისის ჩათვლით, რომელიც ეტაპობრივად განახლდება: shorturl.at/E78tn